კულება: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე არსებობს

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ კიევი ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი სცენარი არ განხორციელდეს, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ “ტელეკომპანია 24”-ის ეთერში.

მისი თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან სხვადასხვა საშუალებას იყენებს უკრაინის დასასუსტებლად. მინისტრის თქმით, კრემლის მთავარი მიზანი არის უკრაინის დასუსტება.

“შიგნით დესტაბილიზაციის გზით ბლოკავს უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. უკრაინის პრეზიდენტი კი სრულიად განსხვავებულ ამოცანას ისახავს – გახადოს უკრაინა რაც შეიძლება ძლიერი”, – თქვა კულებამ.

მან დაადასტურა, რომ ახალი შეტევითი ოპერაცია არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც პუტინი განიხილავს უკრაინასთან დაკავშირებით.

გამოიყენებს თუ არა ის ამ ვარიანტს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: “ჩვენს სიძლიერეზე და უკრაინელების სიმშვიდესა და ჩვენი პარტნიორების ქმედებების კოორდინაციასა და სიძლიერეზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები