აშშ-ში ავტომობილი საშობაო აღლუმისას მოქალაქეებში შეიჭრა – არის მსხვერპლი

აშშ-ში, უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში პირმა, რომლის ვინაობაც ჯერ არ დადგენილა, ავტომობილით ჯებირები გაარღვია და ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაშავდა 30-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია.

ტრაგედიას მსხვერპლიც მოყვა.
გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ავტომობილის მიმართულებით იყო სროლაც. საშობაო აღლუმი ქალაქის ყოველწლური ღონისძიებაა, რომელიც შარშან პანდემიის გამო გაუქმდა. წელს ის ორმოცდამეთვრამეტედ იმართებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები