„1920-იანი წლების ქართული კინო” – წიგნის წარდგენა გაიმართა
ეროვნული არქივის პავილიონში ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით – „1920-იანი წლების ქართული კინო”.
წიგნი-ალბომი აერთიანებს საინტერესო სტატიებს გასული საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტების შესახებ, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალას. წიგნის რედაქტორები არიან კინომცოდნეები: ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, სადაც შედგა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმ „ელისოს” აღდგენილი ვერსიის ჩვენება.