ქართული კინო 1920-1930″ – წიგნის პრეზენტაცია, საჯარო ლექციები და აღდგენილი ფილმების რეტროსპექტივა

1920-1930 წლების ქართული კინო – საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლობით 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე ღონისძიებათა ციკლი იმართება. ეროვნულარქივის საგამოფენო პავილიონმა დღეს წიგნისქართული კინო 1920-1930” პრეზენტაციას უმასპინძლა. დღესვე ეროვნული არქივის კინოდარბაზში ნიკოლოზ შენგელაიას ფილმით „ელისო(1928) 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიხსნა.

 

წიგნი-ალბომიქართული კინო 1920-1930გასული საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტების შესახებ საინტერესო სტატიებს, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალას აერთიანებს. გამოცემა კინომცოდნეების – ნინო მხეიძისა და არჩილ შუბაშვილის – რედაქტორობით მომზადდა.

20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე დაგეგმილ რეტროსპექტივაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დიდ ეკრანზე იხილოს 1920-იან წლებში შექმნილი დაციფრულად აღდგენილი ქართული ფილმები: არსენა ჯორჯიაშვილი, „კრაზანა”, „ამოკი”, „ნორჩი მფრინავი”, „ჯანყი გურიაში, „სურამის ციხე, მამის მკვლელიდა სხვ. ფილმებს მაყურებელს წარუდგენენ კინომცოდნეები: ირაკლი მახარაძე, ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და თეო ხატიაშვილი.

პროექტი “ქართული კინო 1920-1930” ასევე მოიცავს საჯარო ლექციების ციკლს, რომელთაც ირაკლი ხვადაგიანი, ლაშა ბაქრაძე, ლევან კალანდარიშვილი, შოთა იათაშვილი და ნანა ყიფიანი ეროვნულ არქივში 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.

კინოჩვენებებისა და საჯარო ლექციების განრიგი იხილთ  აქ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულმა კინოცენტრმაქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავიდან „გოსფილმოფონდ” ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 34.

1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივის ბაზაზე, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით.

პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები