“აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და, გარკვეული პერიოდულობით, ყოველ 2 თვეში გვექნება ახალი ტალღები” – ამირან გამყრელიძე

“აცრების გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ და, გარკვეული პერიოდულობით, ყოველ 2 თვეში გვექნება ახალი ტალღები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

“ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია ქვეყანაში. მის უფრო მეტად გაუარესებას არაფერი არ შეაჩერებს, გარდა ვაქცინაციისა და წესების დაცვისა. აცრების გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით, ყოველ 2 თვეში გვექნება ახალი ტალღები მაღალ ნიშნულზე, რომელიც, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში დასრულდება ფატალურად,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები