„მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ვაქცინაცია გადაწყვიტეს”

“ბოლოდროინდელმა წამახალისებელმა კამპანიებმა და ე.წ. მწვანე პასპორტების დანერგვამ ქვეყანაში აცრის ტემპი გაზარდა”, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

“ბუსტერ დოზის” აუცილებლობა განსაკუთრებით განაპირობა კორონავირუსის “დელტა” ვარიანტმა. როგორც ცნობილია, ეს ვაქცინები შექმნილი იყო უხანიდან გავრცელებული, ჩინური ვირუსის საწინააღმდეგოდ და, “დელტას” შემთხვევაში, ვაქცინის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნებისმიერი ვაქცინის დაცვის ძალა კლებულობს. „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ვაქცინაცია გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, წინა პერიოდთან შედარებით, დღიურად, 8 და 9 ათასი ვაქცინირებული კარგია, მაგრამ ძალიან ჩამორჩება იმ ციფრს, რომელიც ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები