კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1749, იმერეთში 715, შიდა ქართლში კი 412

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1749 თბილისში დადასტურდა. ვირუსის გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც კოვინფიცირების 715 შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შიდა ქართლში დადასტურდა ვირუსის 412 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 334, ქვემო ქართლში – 273, კახეთში – 267, აჭარაში – 155, სამცხე ჯავახეთში – 114, მცხეთა-მთიანეთში – 110, გურიაში – 109, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში -40.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 63 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო კორონავირუსი დაამარცხა 4154-მა ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები