საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 154 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 154 პაციენტი, – ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 273, „პისიარ“ ტესტით – 20 025.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 804 571 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 741 470 გამოჯანმრთელდა, 11 352 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები