ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვის გარდა არაფერი შეაჩერებს
ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია ქვეყანაში, ყოველდღიური ახალი შემთხვევები მერყეობს 4 – 5 ათასის ფარგლებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საუბრობს.
გამყრელიძის განმარტებით, შეინიშნება გარკვეული დამაიმედებელი ტენდენციებიც, თუმცა, ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გართულდება თუ არ გააქტიურდება ვაქცინაციის პროცესი და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს.
“წინა კვირასთან მიმართებით გაჩნდა ტენდენციები სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ძალიან მაღალ ნიშნულზე. მოგეხსენებათ საქართველოში 4 დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია. ასევე, გამოჩნდა პატარა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისა, რომელიც ჩამოსცილდა 9 პროცენტს ყოველდღიური, მაგრამ ბოლო 14 დღის და ბოლო 7 დღის რჩება 9-10 პროცენტის ფარგლებში.
გარკვეულად დამაიმედებელია რეპროდუქციის ინდექსის შემცირება 1-ს ჩამოცდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი სიკვდიალობის კვლავ მაღალია. სამწუხაროდ, ყოველდღიურად კოვიდით 70-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გვაქვს. ყველაფერი ეს ერთად მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული და რთულია ქვეყანაში მის კიდევ მეტად გაუარესებას არაფერი არ შეაჩერებს გარდა ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვის”, – აღნიშნავს გამყრელიძე.