ჯანდაცვის სამინისტრო: 600%-ით გაზრდილია მიმართვიანობა ვაქცინაციაზე – მთავრობის წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ, რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში 8 ნოემბრიდან 60 წელს ზემოთ, ჯამურად, 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია.

„იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში.


თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი იცრება.

ჯამურად, საქართველოში 8 ნოემბრიდან 60 წელს ზემოთ 19 290მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით 332,41%-ით მეტია. წამახალისებელმა პროგრამამ, რომ ვაქცინაციის პროცესს შეუწყო საუბრობენ მედიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პენსიონერები იმუნიზაციაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები