„მეფე ერეკლე“ – ეროვნული სასახლის პოეზიის თეატრის პრემიერა გაიმართება

19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული სასახლის პოეზიის თეატრის დასი გამართავს პრემიერას – „მეფე ერეკლე”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პოეზიის თეატრის დასის წევრები.
დამდგმელი რეჟისორია- ნუგზარ ბაგრატიონი;  მხატვრული კითხვის პედაგოგი – ასმათ ქურციკიძე.
სპექტაკლი გაიმართება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე.
სპექტაკლი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები