კოტე მახარაძეს 17 ნოემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა

კოტე მახარაძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. დაიბადა 1926 წლის 17 ნოემბერს თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს.
1948-1970წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; 1970 წლიდან – კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; 1973–1974წწ. – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 1997 წელს  თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე.
თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით, იგი იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის „დინამოში“; თამაშობდა საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, 1945 წელს თანაგუნდელებთან ერთად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი,
1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე (მათ შორის სამი ოლიმპიადიდან, სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან).
მის კარიერაში იყო უამრავი რადიო თუ ტელერეპორტაჟი, მაგრამ მათგან ორი მართლაც, დაუვიწყარია. პირველი 1964 წლის 18 ნოემბრის წარმატება, მეორე – 1981 წლის 13 მაისი და კოტე მახარაძეს ლეგენდარული ფრაზაა – Ликует столица Грузии…
2003 წელს მიენიჭა  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია  (გარდაცვალების შემდეგ); იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის მფლობელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები