ისტორიკოსი, პროფესორი ლევან ფრუიძე გარდაიცვალა
88 წლის ასაკში, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ფრუიძე გარდაცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გურამ გორდეზიანი ავრცელებს.
„მისი ღვაწლი შეუფასებლად დიდია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საქმეში. მის სახელს უკავშირდება ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია და მისი უნიკალურობის ეთნოგრაფიული კვლევა.
ცნობილი ეთნოგრაფი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხაში დაიბადა 1933 წელს. 1968 წელს, მან პირველმა დაწერა და იწინასწარმეტყველა რაჭაში სოფელ- მუზეუმების შექმნის საკითხი, რომელი სტატუსიც სოფელ „გოგოლათს“ უკვე მიენიჭა.
ლევან ფრუიძე იყო, მრავალი პუბლიკაციისა და ოცი წიგნის ავტორი. მისი შრომები მალე გახდება თანამედროვე მეცნიერების კვლევის საგანი, რაც აურაცხელ, უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის
მომავლის საქართველოს.
ლევან ფრუიძე, ჩემი ღვიძლი ბიძა იყო, ჩემი გულის ნაწილი“! – წერს გურამ გორდეზიანი.