„მთაწმინდის მთვარე“ – გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საბაუნის ორგანიზებით, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეოდ, გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო – „მთაწმინდის მთვარე“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დღის წესრიგი ასეთია: საუბარი გალაკტიონზე და მისი ლექსების წაკითხვა.
მოწვეული სტუმარი იქნება: რატი ამაღლობელი.
საღამოს გაუძღვებიან: საბაუნი არტ-ის ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მესხი და საბაუნი არტ-ის ხელმძღვანელი მიხეილ ანთაძე.