საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის 500%-იანი მატება ფიქსირდება – 60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში აცრები გააქტიურდა
მთავრობის მიერ წამოწყებული, 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად, ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა. ყველაზე მეტი აქტიურობა 60 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს შორის ფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნოემბრის შემდეგ აცრის მსურველების რაოდენობამ, თითქმის ყველა რეგიონში, 100%-ზე მეტით მოიმატა.საპენსიო ასაკის ყველაზე მეტი, 4849 ადამიანი 8-დან 16 ნოემბრამდე თბილისში აიცრა, რაც, წინა კვირის მაჩვენებლთან შედარებით, 238 პროცენტით მეტია.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, 8-16 ნოემბერს აჭარაში 60 წლის ზემოთ 1560 ადამიანი აიცრა, რაც 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე აცრილ მოქალაქეებთან შედარებით 290 %-ით მეტია.
60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდთან შედარებით, 8-16 ნოემბერს აცრილთა რაოდენობის მატება ასეთია:
გურიაში აიცრა 1016 ადამიანი, 539%-ით მეტი, ვიდრე წინა პერიოდში.
თბილისი – 4849 ადამიანი, 238%-ით მეტი;
იმერეთი – 2900 ადამიანი, 330%-ით მეტი;
კახეთი – 1317 ადამიანი, 329%-ით მეტი;
მცხეთა-მთიანეთი – 356 ადამიანი, 424%-ით მეტი;
რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 209 ადამიანი, 515 %-ით მეტი;
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1815 ადამიანი, 396%-ით მეტი;
სამცხე-ჯავახეთი – 437 ადამიანი, 3245-ით მეტი;
ქვემო ქართლი – 961 ადამიანი, 358%-ით მეტი;
შიდა ქართლი – 1033, 649%.