მხატვარი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა
95 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი – ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა. იგი საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი იყო.
„დიდი მხატვარი გარდაიცვალა! ეს ხელოვნების სასახლეში გადაღებული მისი უკანასკნელი ფოტოა! 2016 წელს ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელისა და საქართველოს დამსახურებული მხატვრის ლევან ცუცქირიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა გავხსენით, უსაზღვროდ კმაყოფილი და ბედნიერი იყო! ნათელი დაადგეს“! – აღნიშნულია ხელოვნების სასხლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.