2020 წელს საქართველოში აბორტის 19 000 შემთხვევა დაფიქსირდა – როგორია ასაკობრივი მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყანაში ფიქსირებულ, აბორტების მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც პუბლიკაციაში მოცემული ინფორმაციიდან ირკვევა, 2020 წელს ქვეყანაში აბორტის 19 000 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ასაკობრივი დაყოფის თანახმად, პროცენტულად, ყველაზე მეტი აბორტი 20-დან 44-წლამდე ქალებში დაფიქსირდა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 18 470 აბორტი ჩატარდა.
372 რეგისტრირებული აბორტის შემთხვევაა დაფიქსირებული 20-წლამდე ასაკის ქალებში, ხოლო 45 და მეტი წლის ასაკში – 197.
წინა წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში აბორტის შემთხვევებმა იკლო, მაგალითად, 2019 წელს, ამავე სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 21 000 ზე მეტი აბორტია დაფიქსირებული. კიდევ უფრო დიდია მონაცემი 2016, 2017 და 2018 წლებში.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღრიცხულია 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის შემთხვევებიც, 2010 წლიდან სულ ასეთი 131 შემთხვევაა აღნიშნული, ყველაზე მეტი – 34 აბორტი 15 წლამდე ასაკის გოგონებში კი 2013 წელს დაფიქსირდა.


