ლაშა ხუციშვილი: 2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარზე მეტი იქნება

2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარზე მეტი იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი რეფორმები არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს სრულად აღადგინოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი და შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.

„2022 წელს ჩვენ ველოდებით 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,5 პროცენტი იქნება. 2021 წლის მდგომარეობით უკვე აღდგენილია 2020 წლის ეკონომიკური დანაკარგის 3/4. საბაზო და ოპტიმისტურ სცენარებში ჩვენ ველოდებით დანაკლისის თითქმის სრულად აღდგენას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები