პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძეს ჰერმან საბო შეცვლის

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია „გირჩის“ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დღეს საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის მე-5 ნომერი ჰერმან საბო იყო, შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. „შევდივარ, შევდივარ“, – გვითხრა მან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები