ანა ფოტიგა – სააკაშვილზე: შვება მომგვარა მისმა წერილმა – საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე

“უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მაგრამ შვება მომგვარა მისმა წერილმა, რომელიც მივიღე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

“მე უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე. შვება მომგვარა მისმა წერილმა, რომელიც მივიღე. მიუხედავად მისი კრიტიკული მდგომარეობისა, ის ერთგული რჩება საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”, – წერს ანა ფოტიგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები