„ზღაპრების შესახებ“ – გია რაზმაძის ღია ლექცია გაიმართება

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, პროექტ „ღია ლექციის“ ფარგლებში, გია რაზმაძესთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საუბარი შეეხება სიმბოლოებს, რომელთა მნიშვნელობაზე დაფიქრების გარეშეც ზღაპრებისა და ლეგენდების უმეტესობა აბსურდულად გვეჩვენება. ამ სიმბოლოების გათვალისწინებისა და რეფლექსირების გარეშე საზრისს მოკლებულად აღიქმება ბევრი ადათი და ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ სრულდება ან მხოლოდ ჩანაწერების სახითღა არსებობს. ლექციის განმავლობაში საუბარი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი სიმბოლოების შესახებ, როგორებიცაა: ალვის ხე, ქორწილი, სახლი, გველეშაპი, დედინაცვალი, გზაჯვარედინი და სხვ.
დასასრულ, განვიხილავთ ერთ-ერთი ზღაპრის შინაარსსა და სიმბოლოებს.
შეხვედრაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია ბმულზე: https://cutt.ly/UEdQD6Q
მისამართი: თ. იოსებიძის №57.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები