მიხეილ სააკაშვილი: 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან, აქციის შემყურეს ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ – დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა

“3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან – აქციის შემყურეს ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

მისივე თქმით, გამარჯვება ახლოსაა.

“ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო,

დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.

3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით “საქართველო, საქართველო” გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ.

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა.

დიდება თავისუფლებას!”,- ნათქვამია მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები