მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს

“მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს”, – ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.

ტესტი საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ეს ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ნომერ მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით ტესტის პასუხს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები