ოზურგეთში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ მერიაში ცენტრალურ გზაზე ავტომობილი ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები