გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
გლდანის ციხის დირექტორს, დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც “კვირას” უწყებაში განუმარტეს, პერსონალი დაწესებულებაში შესვლის წინ ყოველთვის იტესტება და დარასელიას სწორედ რიგითი გატესტვის დროს დაუდასტურდა კორონავირუსი.
მათივე თქმით, ინფიცირებული დირექტორი დაწესებულებაში არ ყოფილა.
დარასელიას ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.
ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა გლდანის N18 დაწესებულებაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძესაც, რომელიც გუშინ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.