გიორგი კახიანი: შიმშილობა იმის გამო, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, არარელევანტურია
“ზოგადად, შიმშილობა პოლიტიკური აქტია და მას პოლიტიკური მიზანი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში შიმშილობა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, არ არის რელევანტური მოთხოვნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
„სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე კითხვები ჩნდება, რომ სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, ვიდრე რეალურად მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას შიმშილობის შემდეგ. სახელმწიფოს კითხვები აქვს, რომელიც შესაძლო პროვოკაციებს და მისი უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. შესაბამისად, ამ ფონზე შიმშილობა გაუმართლებლად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.