„მრავალხმიანობის ფორმები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში“ – საჯარო ლექცია გაიმართება
15 ნოემბერს, 17:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას“ დარბაზში – „Sinfonietta Stage”, ზურაბ წკრიალაშვილის საჯარო ლექცია – „მრავალხმიანობის ფორმები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდება და განხილული იქნება ქართული ტრადიციული სიმღერისთვის დამახასიათებელი კუთხური მრავალფეროვნება და მათში გავრცელეული მრავალხმიანობის ფორმები. ასევე, საქართველოში არსებული სამგალობლო სკოლები, როგორც საეკლესიო მუსიკის აღორძინების უმთავრესი კერები. თითოეული სკოლისთვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ფორმა და სტილი. განხილვა მოხდება ცოცხალი ილუსტრაციის მაგალითებზე, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებთან ერთად.