„მეოთხე ბრაიტონი“ ლოს-ანჯელესში აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ლოს-ანჯელესში აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გვიამბობს ქართველი მოჭიდავის ისტორიას, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიამბობს ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ ისტორიას, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლში ასევე არის ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონი“ გაიგზავნება „ოქროს გლობუსზე“ და „ოსკარზე“ – საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე. ფილმი ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის სამი მთავარი ჯილდოს მფლობელია; ფილმმა ახლახან, აგრეთვე“ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი მოიპოვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები