„არტისტერიუმი 2021“ – საუბრები მხატვრებთან
12-14 ნოემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა თანამედროვე ხელოვნების თბილისის მე-14 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2 ნოემბერს, 13:00 – 14:00 საათზე – გაიმართება შაჰარ მარკუსის (ისრაელი) ლექცია – „კოსტიუმში ჩაცმული ხელოვნება“ – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.
„არტისტერიუმი 2021“ მოიცავს საუბრებს მხატვრებთან დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში:
13 ნოემბერი
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ კოტე სულაბერიძესთან.
14 ნოემბერი
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ ლუკა ზაუტაშვილთან.
16 ნოემბერი
13:00 – 14:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შეხვედრა მხატვარ კონსტანტინე მინდაძესთან.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11.