„ნომადები“ – ფოტოგრაფ გელა მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ხელოვნების სასახლე 14 ნოემბრიდან ფოტოგრაფ გელა მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას „ნომადები – შირაქი, აბანო ბულანჩო“ უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ფოტოსერია მოგვითხრობს თუშ მეცხვარეებთან გატარებულ დღეებზე, შირაქის ველის იდუმალებაზე, აბანოს უღელტეხილზე და ცხვრის ფარებზე, რომლებიც აი უკვე მერამდენე ასწლეულია მოძრაობენ თუშეთსა და ქიზიყს შორის. ადამიანებზე, რომელთა მთელ ცხოვრებას ცხვარი, ველი და მთები განსაზღვრავენ.
გამოფენის ხილვა ვიზიტორებს  21 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო არ შედგება გამოფენის გახსნის ცერემონიალი.
მუზეუმში სტუმრობა შესაძლებელია 10:30 – 17:30 სთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები