დავით ქართველიშვილი: ზელენსკიმ უბრალოდ ითხოვა, სათანადო დონეზე ყოფილიყო დაცული პატიმარ სააკაშვილის უფლებები, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა – რაზეც პრემიერ ღარიბაშვილისაგან ამომწურავი განმარტება მიიღო

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს პრემიერმა  ღარიბაშვილმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ზელენსკის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
,,ორიოდე დღის წინ კიევში შედგა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტოჩიცკისა და საქართველოს ელჩ ზაქარეიშვილს შორის. შეხვედრის დროს მხარეებმა გაარკვიეს, რომ უკრაინულ მხარეს პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამრუდებული და დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა საჭიროება, უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის შემდგარიყო სატელეფონო კომუნიკაცია.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე გამოთქვა თავისი დამოკიდებულება სააკაშვილის მოქმედებასთან დაკავშირებით და შეაფასა, როგორც არასწორი საქციელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. გუშინდელ სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ უბრალოდ ითხოვა, სათანადო დონეზე ყოფილიყო დაცული პატიმარ სააკაშვილის უფლებები, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა – რაზეც პრემიერ ღარიბაშვილისაგან ამომწურავი განმარტება მიიღო. საქართველოს ხელმძღვანელმა შეაფასა რა პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის ბოლო ქმედებები, როგორც პროვოკაციული და დესტრუქციული, ხაზი გაუსვა, რომ მას 24-საათიან რეჟიმში ეწევა ყველანაირი, მათ შორის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. მას უკვე ჰქონდა ასობით პაემანი და კანონის ფარგლებში ვიზიტორებთან მიმართებაში არანაირი შეზღუდვები არ ჰქონია. ზელენსკის შემოთავაზებაზე სააკაშვილი მოენახულებინათ უკრაინელ ექიმებს – პრემიერმა მადლობა გადაუხადა, თუმცა, ქართველი პროფესიონალი ექიმების პირობებში ამის საჭიროება ვერ დაინახა”, – წერს დავით ქართველიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები