გია გაბრიჭიძე: დადგა დრო, ყველამ იცოდეს – საქართველოს შიდა საქმეებში „პრახადნოი დვორივით” ვეღარ იბოდიალებენ
ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის სატელეფონო საუბარს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ მოვალეობა მოიხადა და გადმორეკა, ღარიბაშვილმა უთხრა ის, რაც არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ ზოგიერთ არამკითხესაც ეხებათ.
„სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა, როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ძალიან კარგი. ზელენსკიმ მოვალეობა მოიხადა და გადმორეკა. ღარიბაშვილმა უთხრა ის, რაც არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ იმ ზოგიერთ არამკითხეებსაც ეხებათ. დადგა დრო, რომ ყველამ იცოდეს – საქართველოს შიდა საქმეებში „პრახადნოი დვორივით” ვეღარ იბოდიალებენ“, – წერს გია გაბრიჭიძე faceebok – ზე.