სავაჭრო პალატის მიერ პანდემიის დროს მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთი პროექტი განხორციელდა
საქართველოს სავაჭრო პალატამ მეწარმეების მხარდასაჭერად არა ერთი პროექტი განახორციელა და დღესაც, სხვადასხვა მიმართულების პროგრამებზე აქტიურად მუშაობს.
მათ შორის, ,,უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს’’, რომლის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
,,ერთი ბიზნესის ისტორია”- პროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე მეწარმეების გაცნობა; ბიზნეს ფორუმები, რომლის ფარგლებში პალატის ორგანიზებით, ბოლო ერთ თვის განმავლობაში ჩატარდა ავსტრია-საქართველოს, ესტონეთი-საქართველოსა და საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმები; ჩატარდა საგრანტო კონკურსი ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ .
პროგრამაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების ბიზნეს ასოციაციები არიან ჩართულნი, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ღვინის, ბიო პროდუქტების, ტურიზმის, ტექსტილისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ეკონომიკურ სექტორებს; უფასო ტრენინგები ჩაუტარდათ მეწარმეებს ელექტრონული კომერციის, დღგ-ს ახალი რეფორმის, შრომის კანონმდებლობის, უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის, ბიზნეს დავებისა და მათი გადაწყვეტის მექანიზმების საკითხებზე ; პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა-პროგრამის ფარგლებში პალატა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბიზნეს სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას, ბიზნეს სუბიექტების და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობას; ღია დიალოგი ბიზნესთან – შეხვედრების მიზანია რეგიონულ ბიზნესისთვის სახელწიფო სერვისებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის მიწოდება.
ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრებისა და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა, – აღნიშნულია სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.