ამირან გამყრელიძე: ორი მუნიციპალიტეტია, სადაც გვინდა, რომ სწრაფად, ერთი თვის განმავლობაში მოვიცვათ მოსახლეობის 60%
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს იმუნიზაციის მარათონის სახეცვლილებაზე იმსჯელა.
„ახლა ამ მარათონის სახეცვლილება წარვადგინეთ წინა საბჭოზე. ამ სახეცვლილებაში გახლავთ სამი მიმართულება: ეს არის ორი მუნიციპალიტეტი (გურჯაანი და ოზურგეთი), სადაც გვინდა, სწრაფად, ერთი თვის განმავლობაში გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. ხშირად მეკითხებიან, რატომ ავარჩიეთ ეს მუნიციპალიტეტი? იქ ახლადარჩეული მერები ჩვენი კოლეგები არიან და კარგად ესმით იმუნიზაციის მნიშვნელობა. მეორე მიმართულება ეს არის 10 დიდი ქალაქში ძლიერი საკომუნიკაციოა კამპანია და ასევე სამი რეგიონი – თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გვინდა, წელს აუცილებლად 60%-იანი მოცვა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.