ილია მეორე გელა ჩარკვიანზე – მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა. იგი თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით როგორც ძველი, ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო. მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა.

პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი. . . ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო და შეიყვარა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები”, – აღნიშნავს პატრიარქი.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს 82 წლის ასაკში გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები