ზაალ უდუმაშვილი: კადრები, რაც ვნახეთ, არ იყო მარტივი საყურებელი, ეს კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა სტრასბურგის სასამართლოსთვის

“კადრები, რაც ვნახეთ, არ იყო მარტივი საყურებელი, ეს კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა სტრასბურგის სასამართლოსთვის, თუ როგორც ცდილობს ხელისუფლება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ღირსების შელახვას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს.

„ ეს არის კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დარჩენა არცერთი წუთით არ შეიძლება, რადგან სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს მუდმივად ემუქრება საფრთხე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხეში, ეს კადრები არის უმძიმესი და პირდაპირ მეტყველებს იმ რეჟიმის სისასტიკეზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის პროცესი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები