ხატია დეკანოიძე: ევროსასამართლო საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობა

“წერია ის, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსასამართლო საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მან ხელისუფლებას მოუწოდა, მიაწოდოს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და, მათ შორის, იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ ტარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროსასამართლო არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას. ამ დებულებების ინტერპრეტირება უბრალოდ არ შეიძლება. წერია ის, რაც გულისხმობს, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, უზრუნველყოს სრულად უსაფრთხოება და ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები