მიხეილ სარჯველაძე: ბატონი უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს გამართლება არ აქვს – პატიებას არ ექვემდებარება
“ბატონი გიგი უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს არ აქვს გამართლება. ამიტომ, ნურავინ შეეცდება, რომ ეს სისაძაგლე ახსნას ემოციური ან სხვა ფაქტორებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება პატიებას არ ექვემდებარება.
“ბატონი უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს არ აქვს გამართლება. ამიტომ ნურავინ შეეცდება, რომ ეს სისაძაგლე ახსნას ემოციური ან სხვა ფაქტორებით, რისი მცდელობის კვალიც აქა-იქ შეინიშნებოდა და შეინიშნება, ეს არის ის რაც არ ექვემდებარება არც ახსნას, არც გამართლებას და, მე თუ მკითხავთ, არც პატიებას.
ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მინდა, მოვუწოდო, დაგმონ და გაემიჯნონ ამ საქციელს, რომ მსგავსი პრეცედენტები ქართულ პოლიტიკაში არ იყოს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვინც უმოქმედოა, უკანონოდ აკავებს აქტივისტებს, ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის ნიღაბი გადაარჩენს, რადგან ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. მოგვიანებით, უგულავამ სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.