“უზრდელობა შენი მოგონილია, რომ დაიბადე, იმის მერე უზრდელი ხარ” – თემურ კუპატაძე ლევან ხაბეიშვილს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი და შსს-ს წარმომადგენელი, თემურ კუპატაძე იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილმა კუპატაძეს “კორუმპირებული” უწოდა.

“თქვენ ხართ კორუმპირებული. უზრდელობ. აგერ არის დოკუმენტი. მილიონობით ლარის ქონება იყიდე. ამას ერთი პერიოდი მალავდი. ბიძინას დაქირავებული ხართ”, – უთხრა ხაბეიშვილმა კუპატაძეს.

საპასუხოდ კუპატაძემ განაცხადა: “შენ ხარ კეკლუცი კამერებთან. ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ. ინტრიგანი, პროვოკატორი ხარ. უზრდელობა შენი მოგონილია, რომ დაიბადე, იმის მერე უზრდელი ხარ. არაფერს ვმალავდი, დეკლარაციაშია მითითებული ყველაფერი”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები