“ისე მიმათრევდნენ, მგონი, დაკავებაც უნდოდათ” – სუს-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სუს-თან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

“ისე მიმათრევდნენ, მგონი, დაკავებაც უნდოდათ. ცდილობდა პოლიციელი, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადმოსულიყო. გავეშებულები წამოვიდნენ და დაკავება დაიწყეს. ზვიად კუპრავა და რამდენიმე ადამიანია დაკავებული”, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია 4 სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციას მართავს, ერთ-ერთი სწორედ სუს-ის შენობაა.

აქციის ერთ-ერთი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები