გია აბაშიძე: დამნაშავე “ნაცრეჟიმის” ჯალათები ხოშტარიას კი არა, საკუთარი ოჯახების წევრებსაც გაიმეტებენ ხელისუფლებაში მობრუნების სანაცვლოდ
“უტიფრად აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ის სუბიექტები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას დახოცეს და დაასახიჩრეს არაერთი თანამემამულე, ახლა კი ტოქსიკური პროპაგანდით ძალადობენ ხალხზე”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ოპოზიციის რეაქციას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალების ერთ-ერთ თათბირზე განიხილებოდა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებაში მობრუნების სანაცვლოდ, დამნაშავე “ნაცრეჟიმის” ჯალათები ხოშტარიას კი არა, საკუთარი ოჯახების წევრებსაც გაიმეტებენ.
„ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რადიკალების ერთ-ერთ თათბირზე, განიხილებოდა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც – შეიცხადეს “ნაცჯალათების” წარმომადგენლებმა. უტიფრად აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ის სუბიექტები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას დახოცეს და დაასახიჩრეს არაერთი თანამემამულე. ახლა კი ტოქსიკური პროპაგანდით ძალადობენ ხალხზე. დამნაშავე “ნაცრეჟიმის” ჯალათები ხოშტარიას კი არა და საკუთარი ოჯახების წევრებსაც გაიმეტებენ ხელისუფლებაში მობრუნების სანაცვლოდ“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.