ცურვის წესების დარღვევის გამო საქართველოს მოქალაქე დააჯარიმეს

ქობულეთის საზღვაო რაიონში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დავით კ. დააჯარიმეს. მოქალაქემ ცურვის წესები დაარღვია. აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ორი) მუხლის V I ნაწილის შესაბამისად, 300 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები