ლევან იოსელიანი: დიალოგი აუცილებელია – ესაა პირველი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია, სიტუაცია ცოტა განვმუხტოთ

“დიალოგი აუცილებელია. დიალოგი არის წინაპირობა, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. მთავარი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, დავიწყოთ დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ მიღებაზე, რაც პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო”, – ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი “ლელოს“ დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რითაც შესაძლებელია, რომ ვითარება მცირედით განიმუხტოს.

„ეს არის პირველი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია, სიტუაცია ცოტა განვმუხტოთ. ეს არის საკითხი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ ქართული პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დემოკრატიისთვის. ამაზე თანხმობა არსებობს. პირველი მოსმენით ხომ მივიღეთ და პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ამას სჭირდება ოპოზიციის შიგნით მეტი კოორდინაცია და ძალისხმევა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, “ლელო” ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები