თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ის კი არ შიმშილობს, ვერ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაკეთდა. სააკაშვილი კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს – წერს ფეისბუქის გვერდზე საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ასე დასრულდა სააკაშვილის თავგანწირვა შიმშილობით დაამტკიცოს საქართველოსადმი სიყვარული.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე მზად იყო სცენარისთვის – გამოსულიყო ნაციონალური მოძრაობის აქციაზე და მოეხდინა პოლიტიკური ფურორი;
მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის – სატვირთო მანქანის მაცივარში მჯდომი როგორ გაიტაცეს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურებმა; მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის- დაეჭირათ და მოეთავსებინათ საპყრობილეში.

ის დღეს ზის ქართულ ციხეში და კი არ შიმშილობს არამედ ვერ ჭამს!

ვინმემ უთხარით ელენე ხოშტარიას რომ ტყუილა შიმშილობს რა, უთხარით ამ გოგოს სიმართლე რა…
ასე დასრულდა სააკაშვილის თავგანწირვა შიმშილობით დაამტკიცოს საქართველოსადმი სიყვარული.
კუჭის რეზექციის შემდეგ ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს, წყალსაც კი ზომიერად სვამს.
მაინც ყოჩაღ მიშას რეზექციის მერე ლიტრობით ლიმონათი აქვს დალეული…“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები