ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კლულტურის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, ბალგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს თემის ქრისტოფიდუს და დირექტორის მოადგილეს ბარბარა მაჰლერს შეხვდნენ. ინფოემაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის: კულტურის რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით; საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმებში საქართველოს გაწევრიანებასა და ხელშეწყობაზე; ევროკავშირის სახელოვნებო სფეროს დარგობრივი ექსპერტების ჩართულობაზე საქართველოში კულტურის სისტემური განვითარების ხელშეწყობის მიზნით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და დიგიტალიზაციის საკითხზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ხელოვანების მეტი ინფორმირების მიზნით, ვებინარების ორგანიზების საკითხი.
„ევროკომისიის წარმომადგენლები მიესალმებიან „შემოქმედებითი ევროპის” ფორმატში საქართველოს აქტიურ ჩართულობას”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.