NCDC: მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 8 976-ს შეადგენდა
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე
მაქსიმალური მნიშვნელობები დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის
აგვისტო-სექტემბერში.
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19–ით განპირობებული სიკვდილიანობის
მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე 2 399 შეადგენს.