ინფიცირებულთა შორის 10%-ს ბავშვები, 12%-ს მოზარდები, ხოლო 22%-ს 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანები შეადგენენ
ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%-ს, მოზარდები და ახალგაზრდები 12%-ს, ხოლო 60 წლის და მეტი ასაკისანი 22%-ს შეადგენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.
“2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%-ს, მოზარდები და ახალგაზრდები (15-24) 12%-ს, 60 წლის და მეტი ასაკისანი 22%-ს შეადგენს”, – ნათვამია ანგარიშში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. პირველი დადასტურებული შემთხვევებიდან მოყოლებული დღემდე მთავრობის და ქვეყნის პრიორიტეტია პანდემიის ორგანიზებული მართვა და მისი მუდმივი კონტროლი.
მათივე ცნობით, მსოფლიოში აღრიცხულია კოვიდით დაინფიცირების 247 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 5 მილიონზე მეტი შემთხვევა.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას, რომელიც მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს. წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს.