რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, მათი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი ციხიდან გათავისუფლებაა.

პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს რეგიონებშიც მართავენ. მასშტაბური აქციის ჩატარებას აანონსებენ თბილისშიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები