ირაკლი ქადაგიშვილი: ქუჩაში დგომა პროცესების ნორმალურ განვითარებას ხელს არ უწყობს
“ქუჩა პოლარიზაციის განმუხტვის ადგილი არასდროს იქნება. მობრძანდნენ და იმუშაონ პარლამენტში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩაში დგომა პროცესების ნორმალურ განვითარებას ხელს არ უწყობს.
“ჩვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობით ძალიან კარგი “საარჩევნო კოდექსის“ მიღება შევძელით. თანამშრომლობით მოხერხდა ისიც, რომ ხდება საარჩევნო ბარიერის დაწევა. 2024 წლისათვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის. ქუჩაში დგომა პროცესების ნორმალურ განვითარებას ხელს არ უწობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.