თენგიზ ცერცვაძე: არ გვყოფნიდა ქორწილები, ქელეხები და ამას დაემატა პოლიტიკური თავშეყრები

“ყველაირად ვცდილობ, თავი შევიკავო სიტუაციის დრამატიზებისგან, რადგან ისედაც სტრესში მყოფი მოსახლეობა კიდევ უფრო არ დაისტრესოს, მაგრამ მდგომარეობა რომ სერიოზულია, ეს ფაქტია”, – ამის შესახებ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ 3 ფაქტორი დაასახელა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდ ტენდენციას უწყობს ხელს.

“ყველაირად ვცდილობ, თავი შევიკავო სიტუაციის დრამატიზებისგან, რადგან ისედაც სტრესში მყოფი მოსახლეობა კიდევ უფრო არ დაისტრესოს, მაგრამ მდგომარეობა რომ სერიოზულია, ეს ფაქტია, ყოველდღიურად ფიქსირდება 5, 6 ათასი შემთხვევაა ზრდის ტენდენციით და, რაც მთავარია, არ ჩანს წინაპირობა, რომ ეს ტენდენცია შეიძლება, შემცირდეს. 3 მექანიზმია, რომ შემცირდეს ახალი შემთხვევების რაოდენობა და იმავე 3 მექანიზმით ხდება შემთხვევების მატებაც. ეს მექანიზმებია: პირველი – ვაქცინაცია, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკულად გაიყინა ერთ ადგილზე. მეორე  არის პირბადის ტარების ძალიან დაბალი პროცენტი. მესამე – ხალმხრავალი შეკრებები და თავყრილობები. არ გვყოფნიდა ქორწილები, ქელეხები და ამას დაემატა პოლიტიკური თავშეყრები, რასაც თან ახლავ მობილობის ზრდაც. ეს სამი მთავარი მექანიზმი მოქმედებს ნეგატიურად და ამიტომ ძნელია მოლოდინი, რომ ახლო მომავალში შემცირდეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები